ახალი ამბები

ხვალ აქ უყრიან კენჭს იმას, რისთვისაც ერთი წელი ვიბრძოდით – დიღმელაშვილი

20 ივნისი, 2020 • 1374
ხვალ აქ უყრიან კენჭს იმას, რისთვისაც ერთი წელი ვიბრძოდით – დიღმელაშვილი

მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთი წევრი და აქციის ორგანიზატორი, შოთა დიღმელაშვილი, დღეს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე სიტყვით გამოვიდა.

დიღმელაშვილმა მადლობა გადაუხადა აქციის მონაწილეებს და საუბრისას ასევე შეეხო საკონსტიტუციო ცვლილებებსაც, რომელსაც ხვალ, 21 ივნისს პარლამენტში კენჭს უყრიან.

„ხვალ აქ უყრიან კენჭს, იმას, რისთვისაც ერთი წელი ვიბრძოდით. დიდი მადლობა ყველას, რომ შევახსენეთ, არა 200-მა, არამედ 1000- მა.. თუმცა არც აქვს მნიშვნელობა რიცხვს, ერთი ადამიანის აზრიც მნიშვნელობა და ჩვენ ვიბრძვით საზოგადოებისთვის, სადაც ერთი ადამიანის აზრი მნიშვნელოვანია.

დიდი მადლობა მობრძანებისთვის და შევხვდებით მაშინ, როდესაც კვლავ დავჭირდებიტ სამშობლოს, ქვეყნის სამსახურში,“ – ამბობს დიღმელაშვილი.


პარტიის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში მონაწილე ელჩების განცხადება, რომელიც 19 ივნისს გავრცელდა. მათ 8 მარტის შეთანხმების ყველა ხელმომწერს მოუწოდეს, მონაწილეობა მიიღონ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში და მხარი დაუჭირონ მას.

მანამდე, “ევროპული საქართველო” ამბობდა, რომ ცვლილებების მხარდაჭერას არ აპირებდა მანამ, სანამ “მთავარი არხის” ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუა ციხიდან არ გათავისუფლდებოდა. ოპოზიციაში აღნიშნავდნენ, რომ 8 მარტის შეთანხმება მის გათავისუფლებასაც მოიცავდა, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის მსგავსად. მმართველი გუნდი აღნიშნულს დღემდე უარყოფს.

ამ დრომდე უცნობია, რა პოზიციაზე შეჯერდებიან აღნიშნულთან დაკავშირებით “ნაციონალურ მოძრაობაში”. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ, “ნეტგაზეთს” 19 ივნისს განუცხადა, რომ ელჩების განცხადებაზე იმსჯელებენ.

რაც შეეხება მმართველ გუნდს: “ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ მმართველი გუნდის 92 დეპუტატი საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს გარანტირებულად დაუჭერს.

საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს პროპორციულთან მიახლოებული სისტემით (120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული).

მასალების გადაბეჭდვის წესი