ახალი ამბები

შეთანხმება მიღწეულია: ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატები თბილისში [სია]

19 ივნისი, 2020 • 1933
შეთანხმება მიღწეულია: ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატები თბილისში [სია]

ლეიბორისტული პარტიის ოფისში მიმდინარე კონსულტაციები დასრულდა. შალვა ნათელაშვილმა თბილისის 6 ოლქში ოპოზიციის ნაწილის მიერ შეთანახმებული კანდიდატები დაასახელა:

ელენე ხოშტარია – ვაკე

ნიკა მელია – გლდანი

გიორგი ვაშაძე – ისანი

ლევან ხაბეიშვილი – სამგორი

შალვა შავგულიზე – მთაწმინდა/კრწანისი

შალვა ნათელაშვილი – ნაძალადევი

ოპოზიცია ამ ეტაპზე არ ასახელებს დიდუბე/ჩუღურეთსა და საბურთალოზე კანდიდატებს. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შესაძლოა ამ ოლქებში საზოგადოების ცნობილი სახეებიც წარადგინონ. შალვა ნათელაშვილის განმარტებით, ამ ორ ოლქზე კონსულტაციები გაგრძელდება. “ბრძოლა გაგრძელდება იმისთვის, რომ ოლიგარქია გავიტანოთ პოლიტიკიდან”, – განაცხადა ნათელაშვილმა.

ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ვაკე რთული რაიონია, თუმცა მიაჩნია, რომ ამომრჩევლის დარწმუნებას შეძლებს:

“ამ ერთიანობის დემონსტრირება საზოგადოების დაკვეთაა, რაც ოპოზიციამ შეასრულა. აქ ლაპარაკი არ არის იმაზე, რომ ჩვენ ყველა ერთნი გავხდით, აქ საუბარია იმაზე, რომ დემოკრატიული პოლიტიკური ცხოვრებისთვის საერთო სტრატეგია შევიმუშავეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობელი ვარ ყველა პოლიტიკური პარტიის, რომლებმაც მხარი დამიჭირეს. მე თვითკმაყოფილება არ მიყვარს და იმაზე საუბარი, რომ უკვე გამარჯვებულები ვართ… რთული უბანია ვაკე, თუმცა სწორედ ეს სირთულე იყო მოტივაცია, რათა ვაკეში მეყარა კენჭი. დარწმუნებული ვარ ადამიანების ნდობის მოპოვებისა იმაში, რომ ეს ქვეყანა იყოს არა ოლიგარქიული, არამედ უნდა გვქონდეს დაბალანსებული ძალაუფლება, დემოკრატიული და თავისუფალი მართმსაჯულება.”

 

პარლამენტში ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, მაჟორიტარული ოლქების რაოდენობა 73-დან 30-მდე მცირდება. 30-დან 8 ოლქი თბილისზე მოდის, სადაც ოპოზიციის ნაწილი საერთო მაჟორიტარობის კანდიდატებზე შეთანხმებას ცდილობს. შეთანხმებაში დეკლრარირებულად ერთვებიან ენმ, ევროპული საქართველო, ლეიბორისტები და ა.შ. ლელოს პოზიციის შესახებ წაიკითხეთ აქ:

მასალების გადაბეჭდვის წესი