ახალი ამბები

ოპოზიცია მაჟორიტარობის კანდიდატებს დაასახელებს

19 ივნისი, 2020 • 1513
ოპოზიცია მაჟორიტარობის კანდიდატებს დაასახელებს

დღეს ოპოზიციის ნაწილი, რომელიც ლეიბორისტების ოფისში მართავდა კონსულტაციებს, თბილისში შეთანხმებულ საერთო მაჟორიტარების კანდიდატებს დაასახელებს.

ევროპული საქართველოს ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, ორმხრივი კონსულტაციების შედეგად საერთო ოპოზიციურ მაგიდას 4 კანდიდატს სთავაზობენ:

  1. გიორგი ვაშაძე – ისანი
  2. ელენე ხოშტარია – ვაკე
  3. შალვა ნათელაშვილი -ნაძალადევი
  4. შალვა შავგულიძე – მთაწმინდა

როგორც ცნობილია, თბილისში ახალი საკონსტიტუციო ცვლილებებით სულ 8 სამაჟორიტარო ოლქი იქნება. აქედან 2-ში ენმ დაასახელებს თავის კანდიდატს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ენმ გლდანში ნიკა მელიას დაასახელებს, ხოლო სამგორში – ლევან ხაბეიშვილს.

რაც შეეხება დარჩენილ 2 ადგილს (დიდუბე, საბურთალი), დავით ბაქრაძის განმარტებით, ოპოზიცია ამ სივრცეს ღიად ტოვებს სხვა ოპოზიციონერი ძალებისთვის, რათა კონსულტაციების შედეგად ჩამოყალიბდეს საბოლოო სურათი.

ოპოზიციის შეხვედრა ლეიბორისტების ოფისში ამ წუთებში იწყება.

პარლამენტში ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, მაჟორიტარული ოლქების რაოდენობა 73-დან 30-მდე მცირდება. 30-დან 8 ოლქი თბილისზე მოდის, სადაც ოპოზიციის ნაწილი საერთო მაჟორიტარობის კანდიდატებზე შეთანხმებას ცდილობს. შეთანხმებაში დეკლრარირებულად ერთვებიან ენმ, ევროპული საქართველო, ლეიბორისტები და ა.შ. ლელოს პოზიციის შესახებ წაიკითხეთ აქ:

 

მასალების გადაბეჭდვის წესი