ახალი ამბები

კრამონი: გერმანიის პროკურატურამ საქართველოს მთავრობაზე “პრორუსული” არასწორად გამოიყენა

18 ივნისი, 2020 • 2356
კრამონი: გერმანიის პროკურატურამ საქართველოს მთავრობაზე “პრორუსული” არასწორად გამოიყენა

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს, რომ გერმანიის პროკურატურამ სიტყვები არასწორად შეარჩია, როცა საქართველოს მთავრობას პრორუსული უწოდა.

ევროდეპუტატი აცხადებს, რომ ქართულმა უწყებებმა, საბედნიეროდ, წარმატებით აიცილა თავიდან თბილისში, სავარაუდოდ, ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით მკვლელობა და ევროკავშირი მის მეზობლებს მსგავსი საზარელი დანაშაულებებთან ბრძოლაში უნდა დაეხმაროს.

გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამა საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის ბერლინში მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებაში დაწერა, რომ „ [ხანგოშვილის] მკვლელობას წინ უძღოდა დაზარალებულის მტრული დამოკიდებულება რუსეთის ცენტრალური ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკების- ჩეჩნეთისა და ინგუშეთიის მთავრობებისადმი და საქართველოს პრორუსული მთავრობის მიმართ“.

აღნიშნულის შემდეგ საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩომ განაცხადა, რომ გერმანიის მთავარი ფედერალური პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადებაში, სადაც საქართველოს მთავრობა „პრორუსულად“ არის მოხსენიებული, „გამოყენებულია გაუგებარი ფორმულირება“ და  „საქართველოს მთავრობის რაიმე სახით დახასიათება არ წარმოადგენდა გერმანული სამართლებრივი უწყებების მიზანს“.

საქართველოს დუმილი ხანგოშვილის მკვლელობაზე – რუსეთის შიშით?

მასალების გადაბეჭდვის წესი