ახალი ამბები

ხანგოშვილის საქმეზე რუსეთის ელჩი გერმანიის საგარეო უწყებაში დაიბარეს

18 ივნისი, 2020 • 1070
ხანგოშვილის საქმეზე რუსეთის ელჩი გერმანიის საგარეო უწყებაში დაიბარეს

გერმანიაში რუსეთის ფედერაციის ელჩი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს  РИА Новости-ზე დაყრდნობით.

როგორც გამოცემა წერს, აღნიშნული უკავშირდება გერმანიის ფედერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ საკმარისი მტკიცებულებები მოაგროვეს ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილისთვის ბრალის წარსადგენად:

“2020 წლის 18 ივნისს ფედერალური პროკურორის ოფისმა წარუდგინა ბრალდებები რუსეთის მოქალაქე ვადიმ კ-ს, იგივე ვადიმ ს-ს”, – ნათქვამია გერმანიის პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რუსეთ-ჩეჩნეთის ომის ვეტერანი, 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს გერმანიის დედაქალაქ ბერლინში.

მეჩეთში სალოცავად მიმავალ ხანგოშვილს უცნობი პირი ელექტრონული ველოსიპედით მიუახლოვდა და სამჯერ ესროლა. ხანგოშვილი ადგილზე გარდაიცვალა.

ვრცლად წაიკითხეთ:

საქართველოს დუმილი ხანგოშვილის მკვლელობაზე – რუსეთის შიშით?

მასალების გადაბეჭდვის წესი