ახალი ამბები

ვაკანსია: ნეტგაზეთი ეძებს ჟურნალისტებს

15 ივნისი, 2020 • 3670
ვაკანსია: ნეტგაზეთი ეძებს ჟურნალისტებს

პოზიცია: რეპორტიორი
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 05 ივლისი, 2020
სამუშაო ადგილი: თბილისი, საქართველო

netgazeti.ge -ის შესახებ:

netgazeti.ge არის ონლაინ გამოცემა, რომელიც შპს „გაზეთმა ბათუმელებმა” დაარსა 2010 წელს. გამოცემის მიზანია, ინტერნეტის მომხმარებელს მიაწოდოს ფაქტებზე დაფუძნებული ახალი ამბები, მოვლენების ანალიზი და იყოს ღია ადგილი სხვადასხვა მოსაზრებათა გამოხატვისთვის. ნეტგაზეთის ამოცანაა აუდიტორიას მიაწოდოს ინფორმაცია ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით, ამიტომაც კონტენტის წარმოებისას ვიდეოს, ფოტოს და აუდიოს გამოყენება ნეტგაზეთის რეპორტიორებისთვის აუცილებელი მოთხოვნაა.

შპს „გაზეთი ბათუმელები” არის 2001 წელს ბათუმში დაფუძნებული კომპანია, რომელიც ფლობს ვებგვერდებს: netgazeti.ge (თბილისი); batumelebi.ge (ბათუმი)

ვაკანსიის მოკლე აღწერა

netgazeti.ge ამჟამად ეძებს ცნობისმოყვარე, საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებით დაინტერესებულ ჟურნალისტებს.

კონკურსის პირობების თანახმად, განმცხადებლებს უნდა ჰქონდეთ პროფესიული უნარ-ჩვევები და იცოდნენ ჟურნალისტური სტანდარტები. ნეტგაზეთი მიესალმება ჟურნალისტიკაში გამოცდილების მქონე განმცხადებლებს, თუმცა გამოცდილება აუცილებელი არ არის.

განმცხადებელი კარგად უნდა ფლობდეს ქართულ და ინგლისურ ენებს, აინტერესებდეს ახალი მედია და მისი ტექნოლოგიები. უნდა ჰქონდეს ოპერატიულად მუშაობის უნარი, მათ შორის ექსტრემალურ და სტრესულ პირობებში.

netgazeti.ge-სთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განმცხადებლების მოტივაცია აღნიშნული პოზიციების დასაკავებლად, ამიტომაც დაინტერესებულმა პირებმა მოტივაციის წერილი რეზიუმესა და ორ ნამუშევართან ერთად [ასეთის არსებობის შემთხვევაში] უნდა გამოაგზავნონ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: ntsetskhladze@gmail.com ელ-ფოსტის თემის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება: რეპორტიორი 2020

განაცხადები მიიღება არაუგვიანეს 2020 წლის 5 ივლისისა.

ნეტგაზეთი თავად დაუკავშირდება შერჩეულ განმცხადებლებს და მიიწვევს მათ გასაუბრებაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი