ახალი ამბები

ვაკანსია: ნეტგაზეთი ეძებს ახალი ამბების ჟურნალისტს

28 აგვისტო, 2023 • 2939
ვაკანსია: ნეტგაზეთი ეძებს ახალი ამბების ჟურნალისტს

პოზიცია: რეპორტიორი

განცხადების მიღების ბოლო ვადა:  7 სექტემბერი, 2023

სამუშაო ადგილი: თბილისი, საქართველო

netgazeti.ge -ის შესახებ:

netgazeti.ge არის ონლაინ გამოცემა, რომელიც შპს „გაზეთმა ბათუმელებმა” დააარსა 2010 წელს.  გამოცემის მიზანია, ინტერნეტის მომხმარებელს მიაწოდოს ფაქტებზე დაფუძნებული ახალი ამბები, მოვლენების ანალიზი და იყოს ღია ადგილი სხვადასხვა მოსაზრებათა გამოხატვისთვის. ნეტგაზეთის ამოცანაა  აუდიტორიას მიაწოდოს ინფორმაცია ახალი ტექნოლოგიების  გამოყენებით, ამიტომაც კონტენტის წარმოებისას ვიდეოს, ფოტოს და აუდიოს გამოყენება ნეტგაზეთის რეპორტიორებისთვის  აუცილებელი  მოთხოვნაა.

შპს „გაზეთი ბათუმელები” არის 2001 წელს ბათუმში დაფუძნებული კომპანია, რომელიც ფლობს ვებგვერდებს:  netgazeti.ge (თბილისი); batumelebi.ge (ბათუმი)

ვაკანსიის მოკლე აღწერა

netgazeti.ge ამჟამად ეძებს ცნობისმოყვარე, საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებით დაინტერესებულ ჟურნალისტებს.

განმცხადებლებმა უნდა იცოდნენ ახალი ამბების მოძიება და  ჟურნალისტური სტანდარტები. ნეტგაზეთი მიესალმება ჟურნალისტიკაში გამოცდილების მქონე განმცხადებლებს, თუმცა აუცილებელი პირობა არ არის.

განმცხადებელი კარგად უნდა ფლობდეს ქართულ და ინგლისურ ენებს, აინტერესებდეს მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკური ამბები და თხრობის ფორმები. უნდა ჰქონდეს ოპერატიულად მუშაობის უნარი, მათ შორის ექსტრემალურ და სტრესულ პირობებში.

netgazeti.ge-თვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განმცხადებლების მოტივაცია აღნიშნული პოზიციების დასაკავებლად, ამიტომაც დაინტერესებულმა პირებმა მოტივაციის წერილი რეზიუმესა  და ორ ნამუშევართან ერთად  უნდა გამოაგზავნონ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: ntsetskhladze@gmail.com ელ-ფოსტის თემის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება: რეპორტიორი 2023

განაცხადები მიიღება არაუგვიანეს 2023 წლის 7 სექტემბრისა. 

ნეტგაზეთი თავად დაუკავშირდება შერჩეულ განმცხადებლებს და მიიწვევს მათ გასაუბრებაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი