კომენტარი

ვაკანსია ნეტგაზეთში: ვეძებთ ახალი ამბების ჟურნალისტს

26 დეკემბერი, 2023 • 2543
ვაკანსია ნეტგაზეთში: ვეძებთ ახალი ამბების ჟურნალისტს

პოზიცია: რეპორტიორი

სამუშაოს განაკვეთი: სრული

განცხადების მიღების ბოლო ვადა:  16 იანვარი, 2024

სამუშაო ადგილი: თბილისი, საქართველო

netgazeti.ge -ის შესახებ:

netgazeti.ge არის ონლაინ გამოცემა, რომელიც შპს „გაზეთმა ბათუმელებმა“ დააარსა 2010 წელს.  გამოცემის მიზანია, ინტერნეტის მომხმარებელს მიაწოდოს ფაქტებზე დაფუძნებული ახალი ამბები, მოვლენების ანალიზი და იყოს ღია ადგილი სხვადასხვა მოსაზრების გამოხატვისთვის. ნეტგაზეთის ამოცანაა, აუდიტორიას მიაწოდოს ინფორმაცია ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით, ამიტომაც კონტენტის წარმოებისას ვიდეოს, ფოტოს და აუდიოს გამოყენება ნეტგაზეთის რეპორტიორებისთვის აუცილებელი  მოთხოვნაა.

შპს „გაზეთი ბათუმელები“ არის 2001 წელს ბათუმში დაფუძნებული კომპანია, რომელიც ფლობს ვებსაიტებს:  netgazeti.ge (თბილისი); batumelebi.ge (ბათუმი)

ვაკანსიის მოკლე აღწერა

netgazeti.ge ამჟამად ეძებს ცნობისმოყვარე, საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებით დაინტერესებულ ჟურნალისტს.  

  • განმცხადებლებმა უნდა იცოდნენ ახალი ამბების მოძიება, ჟურნალისტური სტანდარტები,   ფოტო/ვიდეოგადაღება/მონტაჟი [ეს უკანასკნელი სასურველია და ჩაითვლება უპირატესობად].
  • ნეტგაზეთი მიესალმება ჟურნალისტიკაში გამოცდილების მქონე განმცხადებლებს, თუმცა აუცილებელი პირობა არ არის.
  • განმცხადებელი კარგად უნდა ფლობდეს ქართულ და ინგლისურ ენებს, აინტერესებდეს მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკური ამბები და თხრობის ფორმები. უნდა ჰქონდეს ოპერატიულად მუშაობის უნარი, მათ შორის, ექსტრემალურ და სტრესულ პირობებში.

netgazeti.ge-სთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განმცხადებლების მოტივაცია აღნიშნული პოზიციების დასაკავებლად, ამიტომაც დაინტერესებულმა პირებმა მოტივაციის წერილი რეზიუმესა და ორ ჟურნალისტურ ნამუშევართან ერთად უნდა გამოაგზავნონ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: ntsetskhladze@gmail.com 

ელ-ფოსტის თემის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება: რეპორტიორი 2024

განაცხადები მიიღება არაუგვიანეს 2024 წლის 16 იანვრისა

ნეტგაზეთი თავად დაუკავშირდება შერჩეულ განმცხადებლებს და მიიწვევს მათ გასაუბრებაზე. 

მასალების გადაბეჭდვის წესი