ახალი ამბები

ბურჯანაძე თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატებს არ დააყენებს

15 ივნისი, 2020 • 1182
ბურჯანაძე თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატებს არ დააყენებს

ნინო ბურჯანაძის “ერთიანი საქართველო” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე თბილისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს არ დააყენებს.

ინფორმაცია ამის შესახებ “ნეტგაზეთს” ნინო ბურჯანაძის პარტიის პრესსამსახურში დაუდასტურეს. “ერთიან საქართველოში” აცხადებენ, რომ მაჟორიტარობის კანდიდატები ეყოლებათ რეგიონებში, თუმცა, შესაძლოა, არა ყველა რეგიონულ ოლქში.

პარლამენტში ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, მაჟორიტარული ოლქების რაოდენობა 73-დან 30-მდე მცირდება. 30-დან 8 ოლქი თბილისზე მოდის, სადაც ოპოზიციის ნაწილი საერთო მაჟორიტარობის კანდიდატებზე შეთანხმებას ცდილობს. შეთანხმებაში დეკლარირებულად ერთვებიან ენმ, ევროპული საქართველო, ლეიბორისტები და ა.შ. ჯერჯერობით უცნობია, რა საბოლოო პოზიციას დაიკავებს ალეკო ელისაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი