ახალი ამბები

“3 კორპუსი გადაურჩა აფეთქებას” – თბილისი ენერჯი მოსახლეობას აფრთხილებს

14 ივნისი, 2020 • 1314
“3 კორპუსი გადაურჩა აფეთქებას” – თბილისი ენერჯი მოსახლეობას აფრთხილებს

თბილისში, სამ უბანში სამი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია თბილისი ენერჯი ავრცელებს.

“გლდანის მე-8 მკრ-ში, ვაზისუბნის მე-3 მკრ-სა და ვაზისუბნის დასახლება 8-ში მომხდარი ინციდენტები იდენტურია. სამივე შემთხვევაში ბინაში მცხოვრებლებმა უყურადღებოდ, ჩართულ მდგომარეობაში დატოვეს გაზის ონკანები, საიდანაც ბუნებრივი აირი ჟონავდა და ოთახში გროვდებოდა. ინციდენტის ადგილებზე მისულმა, თბილისი-ენერჯის სწრაფი რეაგირების სამსახურის-114 -ის თანამშრომლებმა, ლაზერული აპარატით შეამოწმეს სადარბაზოები და ლიფტის შახტები. თბილისი ენერჯის სპეციალისტებმა უსაფრთხოების მიზნით გადაკეტეს გაზი, გაანიავეს საცხოვრებელი ფართი. სამივე კორპუსში სადაც გუშინ რამდენიმე მობინადრემ გაზის მოხმარების წესები დაარღვია, ათეულობით ოჯახი ცხოვრობს, რომელთა უსაფრთხოება და სიცოცხლე სერიოზული რისკის ქვეშ დადგა’, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

თბილისი ენერჯი გაფრთხილებთ: “დაიცვათ ბუნებრივი გაზის უსაფრთხო მოხმარების წესები, გაუფრთხილდით თქვენი ოჯახის წევრების და მეზობლების სიცოცხლეს. საქართველოს კანონმდებლობით ყველა მობინადრე თავად არის პასუხისმგებელი მის ფართში გაზის მოხმარების უსაფრთხოების წესების დარღვევა. გაუფრთხილდით საკუთარ სიცოცხლეს, გაუფრთხილდით მეზობლების სიცოცხლეს ნუ დატოვებთ გაზის ონკანებს ჩართულ მდგომარეობაში, უყურადღებოდ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი