თბილისში, 19 2000 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა. “თბილისი ენერჯის” ინფორმაციით, მიზეზი გაზსადენის დაზიანებაა, რაც მშენებლობამ გამოიწვია.
გაზის მიწოდება დღეს, 1-ელ თებერვალს, დაახლოებით დილის 8:30-დან შეწყდა. კომპანიაში ამბობენ, რომ აღდგენით სამუშაოებს 13:00 საათიდან დაიწყებენ და დაახლოებით, 22:00 საათზე დაასრულებს.
“თბილისი ენერჯი” მოქალაქეებს მოუწოდებს, ყურადღებით იყვნენ და არ დატოვონ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში.
გაზის მიწოდება, ძირითადად, ვაკის რაიონის მოსახლეობას შეუწყდა. მისამართები დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ “თბილისი ენერჯის” ვებ-გვერდზე.