ეკონომიკა

საქართველოში 16 მლრდ m³-ის გაზის საბადოა – გიორგი ტატიშვილი

11 ივლისი, 2022 • 3884
საქართველოში 16 მლრდ m³-ის გაზის საბადოა – გიორგი ტატიშვილი

საქართველოს გაზისა და ნავთობის სააგენტოს დირექტორის, გიორგი ტატიშვილის განცხადებით, თბილისთან ახლოს მდებარე საბადოში 16 მილიარდი კუბური მეტრის ოდენობის ბუნებრივი აირის არსებობა რეალობას შეესაბამება.

ამის შესახებ მან ისაუბრა MBG-ის გადაცემა „საქმის კურსში“.

მისი განცხადებით, კომპანია Schlumberger-ის მიერ გაბურღილ ჭასა და მიმდებარე არეალში კომპანია „Block Energy“ ნედლეულის მოპოვებას დაიწყებს ამ წლის ბოლოს ან მომავალი წლის დასაწყისში.

მისივე თქმით, ბუნებრივი აირის ეს მარაგი უტოლდება საქართველოს მიერ ბუნებრივი აირის დაახლოებით რვა წლის მოხმარებას.

საქართველო სექტორებად არის დაყოფილი სათბობ-ენერგეტიკული წიაღისეულის თვალსაზრისით.

კომპანია „Block Energy“-ის საიტზე ვკითხულობთ, რომ სექტორი, სადაც, გიორგი ტატიშვილის განცხადებით, ამ მოცულობის ბუნებრივი აირია, 2020 წელს Schlumberger-ისგან შეიძინა, რომელიც მანამდე ახორციელებდა სამძებრო-მოპოვებით სამუშაოებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი