ახალი ამბები

„თბილისი ენერჯი“ იურიდიული პირებისთვის გაზზე ტარიფს ამცირებს

1 აგვისტო, 2023 • 1191
„თბილისი ენერჯი“ იურიდიული პირებისთვის გაზზე ტარიფს ამცირებს

გაზის განაწილების კომპანია „თბილისი ენერჯი“ ტარიფების შემცირების შესახებ აცხადებს.

კომპანიის ცნობით, ტარიფები შემცირდება პირველი სექტემბრიდან და კუბური მეტრის ღირებულება შეადგენს 1,24 ლარს ახლანდელი 1,35-ის ნაცვლად.

ტარიფის ცვლილება შეეხებათ მხოლოდ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებს. ტარიფი იგივე დარჩება საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის – 0.539708 ლარი იქნება ერთ კუბურ მეტრზე.

„თბილისი ენერჯი“ ფასის ცვლილებას ხსნის შესასყიდი გაზის ფასის შემცირებითა და დოლართან მიმართებაში ლარის გამყარებით.

„კომპანია ახორციელებს ბუნებრივი გაზის იმპორტს და გადახდას აწარმოებს აშშ დოლარში. მომწოდებლების მიერ შესასყიდი გაზის ფასის შემცირების და ამასთან, აშშ დოლართან მიმართებით ეროვნული ვალუტის გამყარების გათვალისწინებით, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, შეამციროს არასაყოფაცხოვრებო ტარიფი“, – ნათქვამია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი