ახალი ამბები

AstraZeneca აცხადებს, რომ ევროპის 4 ქვეყანას Covid-19-ის ვაქცინას მიაწვდის – Reuters

13 ივნისი, 2020 • 1485
AstraZeneca აცხადებს, რომ ევროპის 4 ქვეყანას Covid-19-ის ვაქცინას მიაწვდის – Reuters

ახალი ამბების სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, ბრიტანული ფარმაცევტული კომპანია „ასტრაზენეკა“ (AstraZeneca) აცხადებს, რომ იტალიასთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან და ნიდერლანდებთან ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რითაც იტვირთა ვალდებულება, 2020 წლის ბოლოდან დაიწყოს ევროპის ქვეყნებისთვის Covid-19-ის ვაქცინის მიწოდება.

აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ან აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციას (FDA-ს) არ აქვს დამტკიცებული კორონავირუსის ვაქცინა ან მისი სამკურნალო პრეპარატები.

ამასთან, კომპანიის განცხადებით, ის აღიარებს ალბათობას, რომ ვაქცინამ, შესაძლოა, არ იმუშავოს, თუმცა, ამის მიუხედავად, მონდომებულია, დაჩქარებულად გააგრძელოს კლინიკური კვლევები და გაზარდოს წარმოება.

„ასტრაზენეკას“ ცნობითვე, ევროპის ოთხ სახელმწიფოსთან დადებული კონტრაქტი ითვალისწინების ვაქცინის 400 მილიონი დოზის მიწოდებას, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტშია მომზადებული. კომპანიის განცხადებითვე, ის აპირებს, გაზარდოს ვაქცინის წარმოება.

იტალიის ჯანდაცვის მინისტრმა რობერტო სპერანზამ ფეისბუკზე დაწერა, რომ ვაქცინის ექსპერიმენტული ფაზა უკვე დაწყებულია და სავარაუდოდ შემოდგომაზე დასრულდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი