ახალი ამბები

ყოველ თვეში თუ იძახე, ოდესღაც გადადგება თანამდებობის პირი – მდინარაძე გახარიაზე

13 ივნისი, 2020 • 1304
ყოველ თვეში თუ იძახე, ოდესღაც გადადგება თანამდებობის პირი – მდინარაძე გახარიაზე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მთავრობაში საკადრო ცვლილებები არჩევნებამდე დაგეგმილი არ არის, თუმცა აღნიშნავს, რომ “ოდესღაც ყველა თანამდებობის პირი გადადგება”. ასე უპასუხა მან “რუსთავი 2-ის” ეთერში ჟურნალისტ ირაკლი იმნაიშვილის კითხვას გიორგი გახარიას შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით.

“ქართული ოცნების თითქმის ყველა პრემიერის გადადგომამდე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეს გადადგომა არის დაგეგმილი და შემდეგ უკვე გადაწყვეტილებაც მოდის. არის ასეთი ტენდენცია”, – შეახსენა იმნაიშვილმა მდინარაძეს. დეპუტატმა თქვა, რომ ეს არის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და მისი გავლენის ქვეშ მყოფი მედიასაშუალებების შეთხზული ამბავი.

“ნებისმიერი პრემიერი როდესღაც მიდის თანამდებობიდან. ესენი სულ ავრცელებენ ამ ინფორმაციას და როდესღაც დაემთხვევა, ყოველდღე და ყოველთვე თუ იძახე, რომ მიდის და მერე მეორე თვეში თუ გადადგა პრემიერი, იტყვი, ხომ ვამბობდიო. ყოველ თვეში თუ იძახე, ოდესღაც გადადგება თანამდებობის პირი, ხომ?”, – თქვა მამუკა მდინარაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი