საქართველოს პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს კანონპროექტს, რომლითაც დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 20 ლარით დაჯარიმდება, იურიდიული პირი კი- 500 ლარით.

ამასთან, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილებისას, პირბადის ტარების წესის დარღვევა გამოიწვევს მგზავრის ან მძღოლის დაჯარიმებას 20 ლარით; იგივე წესი ვრცელდება ტაქსებზეც (M1 კატეგორიაზე).

როგორც პარლამენტში კანონპროექტის ავტორმა, „ქართული ოცნების“ პარლამენტარმა ანრი ოხანაშვილმა განმარტა, რეგულაციები იმოქმედებს, სულ მცირე, 15 ივლისამდე.

„აღნიშნული ვადის შემდეგ რეგულაციების გაგრძელების საკითხი დამოკიდებული იქნება არსებულ ვითარებაზე და საერთაშორისო ექსპერტების რჩევაზე“.

ნახეთ დეტალებისთვის:

კანონპროექტით, დახურულ სივრცეში პირბადის გარეშე ყოფნა 50 ლარით დაჯარიმდება

ქორწილისა ან სხვა მასშტაბური ღონისძიებისთვის პირი შესაძლოა 2 ათასი ლარით დაჯარიმდეს