ახალი ამბები

მინდა დავამშვიდო აბიტურიენტები, პირბადე მათზე ცუდად არ იმოქმედებს – გამყრელიძე

10 ივნისი, 2020 • 1084
მინდა დავამშვიდო აბიტურიენტები, პირბადე მათზე ცუდად არ იმოქმედებს – გამყრელიძე

NCDC-ს დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ პირბადის ტარება გამოცდების პროცესში აბიტურიენტებზე უარყოფითად არ იმოქმედებს.

„მინდა დავამშვიდო ყველა აბიტურიენტი, რომ პირბადე მათზე უარყოფითად არ იმოქმედებს — არც მათ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, არც მათ მენტალურ, ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე გამოცდის ჩაბარების პროცესში“, – თქვა გამყრელიძემ 10 ივნისს „პალიტრამედიასთან“ საუბრისას.

„არსებობს ძალიან იშვიათი გამონაკლისი დაავადებები, რომლის დროსაც ექიმმა შეიძლება რჩევა გასცეს, რომ პირბადის ხმარება შეიძლება იყოს ადამიანის ჯანმრთელობისთვის გარკვეული რისკის შემცველი. თუმცა ეს არის იშვიათი გამონაკლისები და ამ ტიპის დაავადებები ძალიან იშვიათია ახალგაზრდებში. თუ იქნა ექიმის ასეთი დასკვნა, რა თქმა უნდა, გათვალისწინებული იქნება, მაგრამ, ზოგადად, პირბადე ადამიანის ჯანმრთელობაზე არ მოქმედებს“, – განაცხადა მან.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრმა, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა და განათლების სამინისტრომ კორონავირუსის გავრცელების საფრთხის თავიდან ასარიდებლად ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის სხვადასხვა წესი შეიმუშავეს, მათ შორის გამოცდის ჩაბარებისას აუცილებელია პირბადის კეთება. ამასთან, იკრძალება კონდიციონერის ჩართვაც გამოცდის მიმდინარეობის პროცესში.

ვრცლად ამ საკითხზე:

ეროვნული გამოცდების 2 ალტერნატივა | შალვა ტაბატაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი