საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 4 ადამიანი.
მთავრობის ოფიციალური გვერდის, Stopcov.ge-ს თანახმად, ქვეყანაში სულ გამოვლინდა კორონავირუსის 822 შემთხვევა, აქედან 690 გამოჯანმრთელდა, 13 კი გარდაიცვალა.
ამასთანავე, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3124 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 279.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ახალი შემთხვევებიდან ერთი ე.წ. საბურთალოს კლასტერიდანაა, მას მანამდე ერთ-ერთ ინფიცირებულთან კონტაქტი ჰქონდა. ორი საქართველოში იმპორტირებული შემთხვევაა და ისინი საკარანტინო ზონებში იმყოფებოდნენ, ხოლო ერთი – სამედიცინო პერსონალის წევრია.