ახალი ამბები

ოქრუაშვილი მაჟორიტარობისთვის არ იბრძოლებს

9 ივნისი, 2020 • 1233
ოქრუაშვილი მაჟორიტარობისთვის არ იბრძოლებს

პარტია “გამარჯვებული საქართველოს’ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ  მაჟორიტარობის კანდიდატი არ იქნება. როგორც მან ტვ პირველის გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა, ამას საერთო ოპოზიციური ერთობისთვის აკეთებს.

მისი თქმით, თბილისში დარჩენილ 6 ადგილზე 7 პოლიტიკოსი აცხადებდა პრეტენზიას მისი ჩათვლით.

“6 მანდატია დარჩენილი, რომელიც უნდა გავიყოთ 5-მა პარტიამ 7 ადამიანზე. 6 მანდატს 7-ზე ვერ გავიყოფთ. მე ჩემ საკითხს ვხსნი დღის წესრიგიდან და დარჩება 6 ადამიანი 6 მანდატზე. ეს საკითხი აღარ იქნება პრობლემა. მე ამით ვცდილობ მაქსიმალურად შევუწყო ხელი ერთობას, რადგან ერთობა საზოგადოების მოთხოვნაა”, – განაცხადა ოქრუაშვილმა.

მისივე თქმით, არჩევნებში პროპორციული წესით მიიღებს მონაწილეობას. რაც შეეხება მაჟორიტარობის კანდიდატებს, მან რამდენიმე გვარი დაასახელა, რომელიც იხილება თბილისში: ალეკო ელისაშვილი და ელენე ხოშტარია.

“მინუსში გადამყავს ჩემი თავი, მაგრამ ამას მე ერთობისთვის ვაკეთებ”, – თქვა ოქრუაშვილმა.

პარლამენტში ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მიხედვით, თბილისში 8 მანდატი უნდა გათამაშდეს, საიდანაც 2-ზე ენმ-ის კანდიდატები იბრძოლებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი