ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

766 ახალი შემთხვევა ერთ დღეში – Covid-19 სომხეთში

7 ივნისი, 2020 • 1242
766 ახალი შემთხვევა ერთ დღეში – Covid-19 სომხეთში

7 ივნისს სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში Covid-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა კიდევ 766-ით გაიზარდა. ეს ჯერჯერობით სომხეთში ერთ დღეში დადასტურებული შემთხვევების ყველაზე დიდი რიცხვია.

ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 13,130-ია [ჩატარებულია 69171 ტესტი]. ინფიცირებულთაგან 200 ადამიანი გარდაიცვალა.

წინა დღით, 6 ივნისს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ორი პაციენტი გარდაიცვალა იმის გამო, რომ რეანიმაციებში ადგილები აღარ არის.

მანვე განაცხადა, რომ ამჟამად Covid-19-ით ინფიცირებული 200-მდე პაციენტი ელოდებოდა ჰოსპიტალიზაციაზე რიგს, რადგან კლინიკებში ადგილები აღარ აქვთ.

„ეს იმას ნიშნავს, რომ ჯანდაცვის ჩვენი დღევანდელი სისტემა ისეთი დატვირთვით მუშაობს, რომ ვერ ხერხდება სამედიცინო დაწესებულებებში იმ პაციენტების მოთავსება, რომელთაც ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროებათ“, – თქვა მან.

ვრცლად:

“ორი მოქალაქე დაგვეღუპა იმის გამო, რომ რეანიმაციაში ადგილები აღარ იყო”, – ფაშინიანი

სომხეთში ჯერ კიდევ ელოდებიან Covid-19-ის პიკს

მასალების გადაბეჭდვის წესი