ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ორი მოქალაქე დაგვეღუპა იმის გამო, რომ რეანიმაციაში ადგილები აღარ იყო”, – ფაშინიანი

6 ივნისი, 2020 • 1352
“ორი მოქალაქე დაგვეღუპა იმის გამო, რომ რეანიმაციაში ადგილები აღარ იყო”, – ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთში ორი პაციენტი გარდაიცვალა იმის გამო, რომ რეანიმაციებში ადგილები აღარ არის.

“ორი პაციენტი გარდაიცვალა იმ მიზეზით, რომ არასაკმარისი ადგილების გამო მათი მოთავსება რეანიმაციაში ვერ მოხერხდა”, –  განაცხადა ფაშინიანმა დღევანდელ, 6 ივნისის საღამოს პრესკონფერენციაზე.

ფაშინიანის დღევანდელი განცხადებით, სომხეთში ამჟამად 200-მდე კორონავირუსის მქონე პაციენტი ჰოსპიტალიზაციაზე საკუთარ რიგს ელოდება.

დღეის, 6 ივნისის ოფიციალური მონაცემებით,  კორონავირუსის 547  შემთხვევა დადასტურდა. ამ დროისთვის სომხეთში ინფიცირებულების დადასტურებული შემთხვევევის რაოდენობა 12 364-ია. სულ გარდაიცვალა 190 ადამიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი