ახალი ამბები

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობა: მრავალათასიანი დემონსტრაციები ლონდონსა და პარიზში [ფოტო]

6 ივნისი, 2020 • 2099
ჯორჯ ფლოიდის მკვლელობა:  მრავალათასიანი დემონსტრაციები ლონდონსა და პარიზში [ფოტო]

6 ივნისს ლონდონსა და პარიზში მრავალათასიანი დემონსტრაციები გაიმართა რასიზმის წინააღმდეგ. ანტირასისტული გამოსვლები მოჰყვა აშშ-ში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას.

გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს დემონსტრაციებიდან ევროპის პრესფოტო სააგენტოზე დაყრდნობით:

მოძრაობის ‘Black Lives Matter’ [შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია] – მრავალათასიანი დემონსტრაცია ლონდონში. 06 ივნისი, 2020. EPA-EFE/ANDY RAIN

მოძრაობის ‘Black Lives Matter’ [შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია] – მრავალათასიანი დემონსტრაცია პარიზში. 06 ივნისი, 2020.
EPA-EFE/YOAN VALAT

25 მაისს, მინესოტას შტატის დედაქალაქ მინეაპოლისში პოლიციის ოფიცრებმა დააკავეს აფროამერიკელი მოქალაქე ჯორჯ ფლოიდი, რომელიც, როგორც აუტოფსიამ დაადგინა, ერთ-ერთი ოფიცრის, დერეკ ჩაუვინის მიერ გამოყენებული ილეთის (მან ძირს დაწოლილ ფლოიდს ყელზე მუხლი დააჭირა) შედეგად გარდაიცვალა.

პოლიციელები სამსახურიდან გაათავისუფლეს, ოთხივე მათგანს სხვადასხვა სიმძიმის ბრალიც წარედგინა, ხოლო აშშ-ის 50-ივე შტატის ქალაქში ჩატარდა საპროტესტო აქციები — დემონსტრანტები ითხოვენ სამართლიანობასა და ქვეყანაში პოლიციის მხრიდან აფროამერიკელების მიმართ სასტიკი მოპყრობის შეწყვეტას. ამასთან ერთად, პროტესტების დროს შექმნილი არეულობით ზოგიერთმა მოქალაქემ ისარგებლა და მაღაზიების ძარცვით დაკავდა.

პროტესტების დასაშლელად აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფედერალური დაქვემდებარების ქვეშ მყოფი სამხედროების გამოყენების იდეა წამოწია, რამაც მისი კრიტიკა გამოიწვია. თუმცა, ვაშინგტონში ტრამპმა ფედერალური ჯარი მაინც შეიყვანა და ერთ-ერთ დღეს, თეთრი სახლის წინ მდებარე პროტესტის დარბევის გადაწყვეტილებაც მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი