ახალი ამბები

შესაძლებელია გადავდგათ ნაბიჯი თეთრიწყაროს გახსნასთან დაკავშირებით – გახარია

4 ივნისი, 2020 • 1241
შესაძლებელია გადავდგათ ნაბიჯი თეთრიწყაროს გახსნასთან დაკავშირებით – გახარია

საქართველოს პრემიერი გიორგი გახარია ამბობს, რომ ბოლო 12 დღის განმავლობაში თეთრიწყაროში არ გამოვლენილა კორონავირუსის შემთხვევა.

გახარია განმარტავს, რომ ბოლო შემთხვევა თეთრიწყაროში 22 მაისს გამოვლინდა.

„22 მაისიდან 4 ივნისამდე, დღევანდელ დღემდ,ე ვირუსის ერთი ინკუბაციის პერიოდი, ანუ 14 დღე გავლილია და მიუხედავად იმისა, რომ თეთრიწყაროში ტარდებოდა ინტენსიური ტესტირება, არცერთი ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. ამ პერიოდში აქ ჩატარდა 449-ზე მეტი ტესტირება და ინფიცირების არცერთი შემთხვევა არ გვაქვს.

ამიტომ, ჩვენ ვთვლით, რომ შესაძლებელია გადავდგათ ნაბიჯი თეთრიწყაროს გახსნის მიმართულებით“, – ამბობს გახარია და მოუწოდებს თეთრიწყაროს მცხოვრებლებს, მაქსიმალურად დაიცვან სიფრთხილე.


კორონავირუსით ინფიცირების თითქმის ერთდოულად გამოვლენილი 20-მდე შემთხვევის გამო თეთრიწყარო 26 აპრილიდან ამ დრომდე ჩაკეტილი იყო. 26 აპრილს მოეწყო სამი ბლოგპოსტი და ქალაქში შესვლა-გამოსვლა შეიზღუდა მცირე გამონაკლისების გარდა.

წაიკითხეთ ასევე:

რეპორტაჟი ჩაკეტილი თეთრიწყაროდან

მასალების გადაბეჭდვის წესი