ახალი ამბები

პოლიციამ გამოძალვის ბრალდებით ზუგდიდში 2 პირი დააკავა

3 ივნისი, 2020 • 918
პოლიციამ გამოძალვის ბრალდებით ზუგდიდში 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზუგდიდში ორი პირი გამოძალვის ბრალდებით დააკავა.

უწყების ინფორმაციით, 1991 წელს დაბადებული ა.წ. და 1976 წელს დაბადებული რ.პ. მოქალაქეს გარკვეული ოდენობის თანხას სისტემატურად სძალავდნენ. შსს-ს ინფორმაციით, ავტომანქანიდან, რომლითაც ერთ-ერთი ბრალდებული გადაადგილდებოდა, ნივთმტკიცების სახით ამოიღებულია 3500 აშშ დოლარი, ხოლო მეორე ბრალდებულის სახლიდან – საბრძოლო მასალა და, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჩადენილ გამოძალვას გულისხმობს. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი