ახალი ამბები

ახალშობილის გარდაცვალების საქმეზე არასრულწლოვანი გოგონა გამოიკითხა – შსს

3 ივნისი, 2020 • 748
ახალშობილის გარდაცვალების საქმეზე არასრულწლოვანი გოგონა გამოიკითხა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო 2 ივნისს გლდანის ხევში ახალშობილის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება.

უწყების ინფორმაციით, “112”-ში დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლების მიერ შევიდა შეტყობინება, რომ ნაპოვნი იქნა ჩვილი, შეტყობინების მიღებიდან რამდენიმე წუთში პოლიცია შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 112-ე მუხლით დაიწყო, რაც დედის მიერ მშობიარობისას ან მშობიარობის შემდეგ უმალვე ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

“შემთხვევის ადგილზე ჩატარდა გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, შემდგომი საექსპერტო კვლევისთვის ახალშობილის ცხედარი გადასვენებულ იქნა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. გამოიკითხნენ შესაბამისი პირები, რომლებიც შესაძლოა, ფლობდნენ ინფორმაციას შემთხვევის შესახებ. მათ შორის, მოწმის სახით, სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის მონაწილეობით, გამოიკითხა არასრულწლოვანი გოგონა. საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის მიზნით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. გამოძიება გრძელდება ყველა შესაბამისი ვერსიის გადამოწმებისა და რელევანტური მტკიცებულებების შეგროვების მიზნით”, – აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

უწყება უარყოფს ინფორმაციას არასრულწლოვანი გოგონას დაკავებასთან, ასევე, პოლიციის თანამშრომლის მიერ ახალშობილის ცხედრის გადაგდებასთან დაკავშირებით და მედიასაშუალებებს მოუწოდებს, აღნიშნული თემის
გაშუქებისას დაიცვან საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით დადგენილი მოთხოვნები და არ მოახდინონ არასრულწლოვნის უფლებების შელახვის პროვოცირება.

თბილისში ახალშობილის ცხედარი იპოვეს

მასალების გადაბეჭდვის წესი