ახალი ამბები

შეზღუდვებმა ოჯახში ძალადობის მატების რისკი გაზარდა – მთავრობა

1 ივნისი, 2020 • 812
შეზღუდვებმა ოჯახში ძალადობის მატების რისკი გაზარდა – მთავრობა

“2020 წლის პირველ კვარტალში პანდემიით გამოწვეულმა შეზღუდვებმა გაზარდა ოჯახში ძალადობის შემთხვევების მატების რისკი”, – ნათქვამია 2019-2020 წლების სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ პრემიერ-მინისტრის მიერ პარლამენტში წარდგენილ მოხსენებაში.

საქართველოს მთავრობის განცხადებით, გამოწვევას წარმოადგენდა მსხვერპლების მიერ პოლიციისადმი შეტყობინების შესაძლებლობა მოძალადესთან ფიზიკური სიახლოვის გამო. სწორედ ამიტომ, 15 აპრილს დაიგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომელიც ე. წ. ჩუმი განგაშის ღილაკის გამოყენებით ოპერატორთან შეტყობინების გაგზავნის ინსტრუქციას შეიცავდა. აღნიშნული აქტივობის შემდგომ 3 000-ზე მეტმა აბონენტმა გადმოწერა აპლიკაცია და გაიზარდა სერვისის გამოყენების შემთხვევები.

გარდა ამისა, მთავრობის ინფორმაციით, მოკლევადიანი სტრატეგიის ფარგლებში დამზადდა რამდენიმე საინფორმაციო ვიდეორგოლი, რომლის მთავარი მიზანი მსხვერპლებისთვის არსებული სერვისებისა და პოლიციასთან დაკავშირების გზების შესახებ ინფორმაციის მიწოდება იყო.

ამ თემაზე:

იზოლაცია კორონავირუსის დროს: საფრთხე ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის

მასალების გადაბეჭდვის წესი