“თბილისი ენერჯის” ინფორმაციით, ერთ-ერთმა კერძო კომპანიამ სანიაღვრე ქსელის სამშენებლო სამუშაოების შესრულებისას ქალაქ თბილისის ცენტრალური, მაგისტრალური საშუალო წნევის D=500მმ–იანი გასზადენი დააზიანა.
ამ შემთხვევის გამო ბუნებრივი გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა გლდანი-ნაძალადევის რაიონის დაახლოებით 14 000 აბონენტს. კომპანიის ცნობით, დაზიანებული გაზსადენის მაქსიმალურად მოკლე დროში აღსადგენად სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.
როგორც “თბილისი ენერჯი” იტყობინება, გაზის მიწოდების აღდგენა ხვალ, 30 მაისს დილიდან, ეტაპობრივად დაიწყება. აღდგენის ზუსტ დროს აბონენტები მოკლე ტექსტური შეტყობინებით (sms) ინდივიდუალურად მიიღებენ.
