ახალი ამბები

1 ივნისიდან შსს-ს მომსახურების სააგენტოს ყველა სახის სერვისი განახლდება

29 მაისი, 2020 • 760
1 ივნისიდან შსს-ს მომსახურების სააგენტოს ყველა სახის სერვისი განახლდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პირველი ივნისიდან მუშაობას გააგრძელებს მომსახურების სააგენტოს ყველა სერვისი, რომელიც მანამდე კორონავირუსის გამო არ მუშაობდა

ამასთანავე, 31 მაისის დილის 09:00 საათიდან მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდა ელექტრონულად დაჯავშნონ.

„მომსახურების სააგენტო, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სრულად ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს. სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ადგილზე სერვისების მისაღებად გამოცხადდნენ პირბადით“, – ამბობს უწყება

მასალების გადაბეჭდვის წესი