ახალი ამბები

ტრანსპორტში მგზავრს პირბადის გარეშე არ შეუშვებენ

28 მაისი, 2020 •
ტრანსპორტში მგზავრს პირბადის გარეშე არ შეუშვებენ

ავტობუსებსა და მეტროში პირბადის გარეშე მგზავრები არ დაიშვებიან. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს.

კომპანიის ცნობით, საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად, მგზავრები ვალდებული იქნებიან,  ეკეთოთ პირბადე. ავტობუსების შემთხვევაში ამას გააკონტროლებს მონიტორინგის სამსახური კონდუქტორების სახით, გაჩერებებზე კი კონტროლიორები შეამოწმებენ, რომ მგზავრი პირბადით ავიდეს ავტობუსში. მეტროსადგურებში კი მგზავრებს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები შეამოწმებენ.  პირბადის გარეშე მგზავრები საზოგადოებრივ ტრანსპორტში არ დაიშვებიან.

რაც შეეხება მიკროავტობუსებს, “თბილისის მიკროავტუბისის” განმარტებით, ადამიანები, რომლებსაც პირბადე არ ეკეთებათ, სამარშრუტო ტაქსიში ვერ ავლენ. ამას მიკროავტობუსის მძღოლები და მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლები ერთობლივად გააკონტროლებენ.

ამასთან, ავტობუსებში უქმდება მძღოლთან მდებარე წინა კარი და იკრძალება კონდიციონერის ჩართვა. კონდიციონერის ჩართვა იკრძალება სამარშრუტო ტაქსებშიც, სადაც ასევე მგზავრებისთვის ფეხზე დგომაც არ შეიძლება.

ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება ხვალიდან, 29 მაისიდან გახდება შესაძლებელი.

29 მაისიდან მუნიციპალური ტრანსპორტი ამუშავდება, მათ შორის, მეტროც – გახარია

მასალების გადაბეჭდვის წესი