ნეტგაზეთი | 29 მაისიდან მუნიციპალური ტრანსპორტი ამუშავდება, მათ შორის, მეტროც – გახარია 29 მაისიდან მუნიციპალური ტრანსპორტი ამუშავდება, მათ შორის, მეტროც – გახარია – Netgazeti
RU | GE  

29 მაისიდან მუნიციპალური ტრანსპორტი ამუშავდება, მათ შორის, მეტროც – გახარია

საქართველოს პრემიერის, გიორგი გახარიას თქმით, 29 მაისიდან საქართველოში მუნიციპალური ტრანსპორტი კვლავ განაახლებს მუშაობას.

დღევანდელ ბრიფინგზე გახარიამ თქვა, რომ ტრანსპორტში მგზავრობისას აუცილებელი იქნება პირბადის ტარება, რაზეც პასუხისმგებელი იქნებიან მუნიციპალური ტრანსპორტის ხელმძღვანელი ორგანიზაციები ან კერძო ტრანსპორტის მფლობელები.

ამასთანავე, გიორგი გახარიამ დღეს თქვა, რომ 8 ივნისიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტი გააგრძელებს მუშაობას, ხოლო პირველი ივნისიდან, მაღაზიები, ბაზრობები (მათ შორის, მოლებიც) და ღია რესტრორნები გაიხსნება.


ტრანსპორტის ივნისში აღდგენის შესახებ კახა კალაძე მანამდეც საუბრობდა. 25 მაისს მან თქვა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სავარაუდოდ, ივნისიდან აღდგება, რისთვისაც, მუნიციპალიტეტი მზადაა.

კალაძემ ასევე განმარტა, რომ თბილისის მერიას ამ ეტაპზე 700-მდე ავტობუსი ჰყავს, თუმცა საგანგებო მდგომარეობამდე ქალაქში 500 მათგანი გადაადგილდებოდა. საჭიროების შემთხვევაში კი სათადარიგო ავტობუსებიც დაემატება.

მთელი ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა 31 მარტს აიკრძალა.  17 აპრილიდან კი მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. მსუბუქი ავტომობილების აკრძალვა 27 აპრილამდე გაგრძელდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან