ახალი ამბები

მიკროავტობუსებში მოქალაქეები ფეხზე ვეღარ დადგებიან

27 მაისი, 2020 • 2270
მიკროავტობუსებში მოქალაქეები ფეხზე ვეღარ დადგებიან

კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ თქმით, 29 მაისიდან, ანუ იმ დღიდან, როდესაც მუნიციპალური ტრანსპორტი ამოქმედდება, მიკროავტობუსებით ფეხზე მდგომი მოქალაქეების გადაადგილება აიკრძალება.

გარდა ამისა, დაწესდება რიგი შეზღუდვები, კერძოდ: აიკრძალება მგზავრის დაშვება მიკროავტობუსში დამცავი პირბადის გარეშე, ასევე აირძალება სატრანსპორტო საშუალებაში ფეხზე მდგომი მგზავრის აყვანა, აკრძალული იქნება გაგრილების სისტემის ჩართვა და ასევე სავალდებულო გახდება სატრანსპორტო საშუალების ღია ფანჯრებით გადაადგილება.

„ამასთან ერთად მოგახსენებთ, რომ COVID19 -ის გავრცელებისგან თავის დაზღვევის მიზენით კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ სატრანსპორტო ხაზზე გასულ ყველა მიკროავტობუსს ავტოფარეხში დაბრუნებისთანავე ყოველდღე ჩაუტარებს დეზინფექციას. კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ წინასწარ მადლობას უხდის მგზავრებს დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებისთვის“, – ამბობს კომპანია განცხადებაში.

ნეტგაზეთის კითხვაზე, ხომ არ იგეგემება ამ დროისთვის მიკროავტობუსების დამატება, კომპანიაში გვპასუხობენ, რომ ამაზე ჯერჯერობით არ მსჯელობენ.


საქართველოში 29 მაისიდან მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობას განაახლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი