ნეტგაზეთი | ავტობუსებში მძღოლების სივრცის იზოლირება მოხდება – კალაძე ავტობუსებში მძღოლების სივრცის იზოლირება მოხდება – კალაძე – Netgazeti
RU | GE  

ავტობუსებში მძღოლების სივრცის იზოლირება მოხდება – კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ხვალიდან მუნიციპალურ ავტობუსებში მძღოლების სივრცე გამოიყოფა.

კალაძე განმარტავს, რომ კორონავირუსის გავრცელების პარალელურად, მნიშენველოვანია უსაფრთხოების ნორმების დაცვა. შესაბამისად, ხვალიდან მძღოლების სივრცე დისტანცირებული იქნება მგზავრებისგან.

„მოქალაქეები მხოლოდ უკანა ორი გასასვლელით ისარგებლებენ და მძღოლთან  შეხებაში აღარ იქნებიან“, – ამბობს კალაძე.

მისივე თქმით, ხვალიდან დროებით შეწყდება თბილისის სატრანსპორტო სამსახურის კონდუქტორების მუშაობა, თუმცა „ეს არ შეაფერხებს მათ სახელფასო ანაზღაურებას“.

დღესვე, 17 მარტს, ცნობილი გახდა, რომ ხვალიდან, ანუ 18 მარტიდან სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა იკრძალება. შეიზღუდება სპორტდარბაზებისა და სხვადასხვა სახის სპა ცენტრების ფუნქციონირება.

რაც შეეხებ COVID 19-ს, საქართველოში ვირუსის 34 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან