ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

UNDP-ს მიერ აფხაზეთის დახმარებამ 100 000 აშშ დოლარს გადააჭარბა – სოხუმი

28 მაისი, 2020 • 1268
UNDP-ს მიერ აფხაზეთის დახმარებამ 100 000 აშშ დოლარს გადააჭარბა – სოხუმი

აფხაზური მხარის ცნობით, კორონავირუსის წინააღმდეგ გაეროს განვითარების პროგრამის [UNDP] მიერ აფხაზეთისთვის გაწეულმა დახმარებამ, ჯამში, 100 ათას აშშ დოლარს გადააჭარბა.

დახმარება, რომელიც  მარტში, აპრილსა და მაისში განხორციელდა, მოიცავდა სამედიცინო დაწესებულებებისთვის საჭირო ინვენტარს , მათ შორის, დამცავ კომბინეზონებს, სამედიცინო ნიღბებს,  ხელთათმანებს, სამედიცინო ქუდებს,  ბახილებს, ხელის სადეზინფექციო საშუალებებს, თხევად საპონს, სხვადასხვა სახის  დისპენსერებს, ფეხსაცმლის სადეზინფექციო ხალიჩებს და ა.შ.

ამასთან, მედიკამენტებისა და ჰიგიენური მასალების გარდა, UNDP-მ გუდაუთის საავადმყოფოს, რომელიც ამჟამად აფხაზეთში კორონავიურისის მქონე პაციენტებისთვისაა გამოყოფილი,  ვიდეოკონფერენციებისთვის განკუთვნილი საჭირო ახალი აღჭურვილობა გადასცა.

“აღნიშნული ტექნიკა გამოყენებული იქნება გუდაუთის საავადმყოფოს სხვა კლინიკებთან დასაკავშირებლად, როგორც აფხაზეთში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, და სამედიცინო პერსონალს საშუალებას მისცემს, ონლაინ-კონსულტაციები გაიარონ.  ანალოგიური ტექნიკას გადასცემენ ასევე რესპუბლიკურ საავადმყოფოს, ტუბსაავამდმყოფოს, სანიტარულ-ეპიდემიოლოგიურ სამსახურს და რაიონულ საავადმყოფოებს  გაგრასა და ოჩამჩრეში”.

მასალების გადაბეჭდვის წესი