ახალი ამბები

თუ ვერ ხვდებიან ერთ პროგრამაში, მოხვდებიან მეორეში – გახარია “ფრონტერას” ყოფილ თანამშრომლებზე

27 მაისი, 2020 • 827
თუ ვერ ხვდებიან ერთ პროგრამაში, მოხვდებიან მეორეში – გახარია “ფრონტერას” ყოფილ თანამშრომლებზე

გიორგი გახარიამ ნავთობკომპანია “ფრონტერას” ყოფილ თანამშრომლებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ისინი რომელიმე სახელმწიფო პროგრამაში მოხვდებიან და დახმარებას მიიღებენ. პრემიერ-მინისტრმა ამის შესახებ პარლამენტში, დეპუტატ ბექა ნაცვლიშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

დეპუტატის კითხვა ნავთობკომპანიის უსამსახუროდ დარჩენილ თანამშრომლებს ეხებოდა.

“სამართლებრივი ქეისია. რა უნდა გიპასუხოთ… ამათ სჭირდებათ რა, ამათ სჭირდებათ სახელმწიფოსგან ფინანსური დახმარება? ეს ადამიანები თუ ვერ ხვდებიან ერთ პროგრამაში, მოხვდებიან მეორეში. ან 300-ლარიანში, ან 1 200-ლარიანში”, – თქვა მან.

კომპანია „ფრონტერასა“ და სახელმწიფოს შორის ჰააგის საარბიტრაჟო სასამართლოში დავის პარალელურად, ათეულობით თანამშრომელი კუთვნილ ანაზღაურებას ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში ითხოვდა და აცხადებდა, რომ 11 თვის ხელფასი ჰქონდათ ასაღები. ნავთობკომპანიის უკვე ყოფილი თანამშრომლები ამბობდნენ, რომ მას შემდეგ, რაც უხელფასოდ მუშაობის გაგრძელებაზე უარი თქვეს, სამსახურიდან გაათავისუფლეს. ისინი დახმარებას სახელმწიფოსგან ელოდნენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი