ახალი ამბები

დადგენილება არ გამორიცხავს, რომ შეზღუდვები 15 ივლისამდე მოიხსნება – მთავრობის ადმინისტრაცია

24 მაისი, 2020 • 1641
დადგენილება არ გამორიცხავს, რომ შეზღუდვები 15 ივლისამდე მოიხსნება – მთავრობის ადმინისტრაცია

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის განმარტებით, იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული შეზღუდვების მოქმედების მაქსიმალური ვადაა 15 ივლისი, თუმცა ეს არ გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ მათი ნაწილი საბოლოო ვადამდე მოიხსნას.

“დადგენილების მოქმედების მაქსიმალური ვადაა 15 ივლისი და ეს არ გამორიცხავს, რომ ყველა შეზღუდვა, რომელიც ამ დადგენილებაშია მოცემული გაუქმდეს 15 ივლისამდე.

ნებისმიერი შეზღუდვა, ისევე როგორც ეკონომიკური საქმიანობების ნაწილის ამუშავებამ დაგეგმილ ეტაპებზე უფრო ადრე გადმოიწია, ვიდრე თავდაპირველად იყო დაგეგმილი, ასევე შესაძლებელია ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე, როდესაც საჭიროდ ჩათვლის საკოორდინაციო საბჭო მოხსნას ნებისმიერი ის შეზღუდვა, რომელიც ამ დადგენილებაშია მოცემული, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების აკრძალვაც” – განუმარტეს “ნეტგაზეთს” მთავრობის ადმინისტრაციაში.

იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, 15 ივლისამდე სხვა შეზღუდვებთან ერთად იზღუდება საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებაც.

როგორ დარეგულირდება მიმოსვლა 23 მაისიდან – მთავრობის დადგენილება

მასალების გადაბეჭდვის წესი