საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგბეო მდგომარეობის დარღვევისთვის ბოლო 24 საათში 77 ადამიანი დააჯარიმა.
მათ შორის, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის გამო მთელი ქვეყნის მასშტაბით ჯარიმა დაეკისრა 66 მოქალაქეს. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო 7 მოქალაქე დააჯარიმეს.
უწყების ცნობით, ამასთან, 1 ადამიანი თვითიზოლაციის წესების დარღვევის, 3 პირი კი მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები.
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.