ახალი ამბები

სრული კარანტინის გამოცხადებას არ ვაპირებთ — მეზვრიშვილი

14 სექტემბერი, 2020 • 787
სრული კარანტინის გამოცხადებას არ ვაპირებთ — მეზვრიშვილი

მთავრობა სრული კარანტინისა და საგანგებო მდგომარეობის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას არ აპირებს. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა, დღეს, 14 სექტმბერს განაცხადა.

მისი თქმით, დღეს მთავრობა სიტუაციას სრულად აკონტროლებს.

“თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა და ჩვენ გვმართებს განსაკუთრებული სიფრთხილე. კიდევ ერთხელ საზოგადოებას მოვუწოდებთ, მიუხედავად იმისა, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, უნდა გვეკეთოს პირბადე, დავიცვათ დისტანცია და არასაჭირო თავყრილობებისგან თავი შევიკავოთ”, — განაცხადა მეზვრიშვილმა.

ბოლო დღეებში საქართველოში კორონავირუსის  რეკორდულად მაღალი დღიური  შემთხვევები ფიქსირდება.  დღეს, 14 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო სტატისტიკამ 2392 შეადგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი