ახალი ამბები

შსს: პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც მოქალაქეს მანქანიდან 100 ათასი ლარი გასტაცა

19 მაისი, 2020 • 1214
შსს: პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც მოქალაქეს მანქანიდან 100 ათასი ლარი გასტაცა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათაკლიაში მოქალაქეს ავტომობილიდან 100 000 ლარი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

უწყების ცნობით, ბრალდებული მომხდარიდან მალევე ქალაქ რუსთავში დააკავეს და უკანონოდ დაუფლებული თანხის ნაწილი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

მომხდარზე გამოძიება დიდი ოდენობით ძარცვის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ბრალი დამტკიცების შემთხვევაში 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი