ახალი ამბები

ჰომოფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით ონლაინ აქცია იმართება

17 მაისი, 2020 • 2935
ჰომოფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით ონლაინ აქცია იმართება

დღეს, 17 მაისს, 18:00 საათზე, ჰომოფობიასათან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, ქართული ლგბტ მოძრაობა “თბილისი პრაიდი” მართავს ონლაინ აქციას

“პანდემია აუცილებლად დასრულდება, ჰომოფობიაც!”, – ეს არის წლევანდელი აქციის მთავარი სლოგანი. ონლაინ აქცია გულისხმობს საქართველოში ადამიანის უფლებებზე მომუშავე პირების, აქტივიასტებისა და თემის წევრების დისკუსიას.

ღონისძიებაში მონაწილეობენ როგორც ქართველი აქტივისტები, ისე სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, ასევე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი დუნია მიატოვიჩი, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი ლუიზა ვინტონი


მსოფლიოში უკვე წლებია, 17 მაისს აღინიშნება ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე. 2013 წელს ამ დღის აღნიშვნა ლგბტ აქტივისტებმა და მათმა მხარდამჭერებმა თბილისშიც სცადეს, თუმცა მართლმადიდებელი სასულიერო პირების მიერ ორგანიზებულმა ადამიანებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს და თავად გამართეს ჰომოფობიური აქცია.

აქციის დროს მათ რუსთაველზე ძალით გაარღვიეს პოლიციის კორდონი და ლგბტ აქტივისტების ფიზიკური ანგარიშსწორებაც სცადეს. მაშინ ლგბტ აქტივისტებმა აგრესიულ ადამიანებს თავი პოლიციის დახმარებით დააღწიეს. სწორედ ამის შემდეგ, 2014 წლის 17 მაისს, საპატრიარქომ 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ გამოაცხადა და მას შემდეგ ამ მიზეზით თავად იკავებს თბილისის ცენტრალურ გამზირს. ლგბტ აქტივისტებს უკვე წლებია, არ ეძლევათ საშუალება, ეს დღე საჯარო სივრცეებში თაავისუფლად აღნიშნონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი