ახალი ამბები

გამარჯვება დიდი გამარჯვების წინ, გილოცავთ! – სააკაშვილი

15 მაისი, 2020 • 1432
გამარჯვება დიდი გამარჯვების წინ, გილოცავთ! – სააკაშვილი

“გამარჯვება დიდი გამარჯვების წინ, გილოცავთ!” – ასე გამოეხმაურა ფეისბუკზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მოქმედი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას შეწყალების შესახებ.

დღეს, 15 მარტს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. ამას წინ უძღოდა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან “ქართული ოცნების” მიმართ მოწოდება, რომ მმართველ გუნდს შეესრულებინა 8 მარტის შეთანხმება და გაეთავისუფლებინა “პოლიტპატიმრები”. თუმცა “ქართული ოცნების” წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არიან და 8 მარტის შეთანხმება გიორგი რურუას, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებას არ ითვალისწინებდა.

მათ გათავისუფლებას ითხოვდნენ ქვეყნის შიგნით გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებიც. ბოლო დღეების განმავლობაში მათ არაერთხელ გაუსვეს ხაზი, რომ იმ შემთხვევაში, თუ რურუა, უგულავა და ოქრუაშვილი საპატიმროებს არ დატოვებდნენ, ოპოზიცია არჩევნებთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერდა.

პრეზიდენტმა უგულავა და ოქრუაშვილი შეიწყალა

მასალების გადაბეჭდვის წესი