ახალი ამბები

საქართველო ფაშიზმზე გამარჯვების დღეს კვლავ 9 მაისს აღნიშნავს 

9 მაისი, 2020 • 3773
საქართველო ფაშიზმზე გამარჯვების დღეს კვლავ 9 მაისს აღნიშნავს 

დღეს, 9 მაისს ხელისუფლების წარმომადგენლები და ვეტერანები ტრადიციულად მივიდნენ თბილისში, ვაკის პარკში მდებარე უცნობის ჯარისკაცის საფლავთან, სადაც ტრადიციულად მიდიან ხოლმე ამ დღეს. 

ვაკის პარკში მივიდნენ პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, თბილისის მერი და სხვა ოფიციალური პირები, ასევე მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები. 

9 მაისს მთავრობამ განაცხადა, რომ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები სოციალური დახმარების სახით 600 ლარს მიიღებენ, დაღუპულების ოჯახის წევრები კი 300 ლარს.

საქართველოში უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს დისკუსია თემაზე, თუ როდის უნდა აღინიშნებოდეს ფაშიზმზე გამარჯვების დღე – 8 მაისს, როგორც ზეიმობს ევროპა, თუ 9 მაისს.

წელს ამ თემაზე მოქალაქეებმა პეტიციაც შექმნეს. პეტიზიის ავტორები ითხოვდნენ ნაციზმზე გამარჯვების დღედ 9-ის ნაცვლად 8 მაისი გამოცხადდეს. მანამდე მსგავსი განცხადება გაავრცელეს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, თუმცა საპარლამენტო დონეზე ამ საკითხზე მსჯელობა არ გამართულა.

წაიკითხეთ ამ თემაზე ნეტგაზეთის არქივიდან:

ლაშა ბაქრაძე: არჩევნის საკითხია, ევროპასთან ერთად ვიზეიმოთ ფაშიზმზე გამარჯვება, თუ რუსეთთან

ნაციზმზე გამარჯვება 8 მაისს, ევროპასთან ერთად აღინიშნოს – MDF-ის კამპანია

მასალების გადაბეჭდვის წესი