ახალი ამბები

მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 600 ლარს მიიღებენ-მთავრობა

9 მაისი, 2020 • 1190
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 600 ლარს მიიღებენ-მთავრობა

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები საქართველოდან სოციალური დახმარების სახით 600 ლარს, დაღუპულების ოჯახის წევრები 300 ლარს მიიღებენ.

ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობა დღეს, 9 მაისს ავრცელებს, როცა საქართველო ფაშიზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავს.

მთავრობის ცნობით, მეორე მსოფლიო ომის ყველა მონაწილე ჯილდოვდება საიუბილეო მედლით  – „ფაშიზმზე გამარჯვების 75 წელი“.

მასალების გადაბეჭდვის წესი