დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ 8 მაისს აშშ მე-2 მსოფლიოში გამარჯვებას იზეიმებს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი მის მიერვე დაფუძნებულ სოციალურ ქსელში, Truth-ში წერს.

“ბევრი ჩვენი მოკავშირე და მეგობარი ზეიმობს 8 მაისს, როგორც გამარჯვების დღეს. თუმცა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების უზრუნველსაყოფად იმაზე ბევრად მეტი გავაკეთეთ, ვიდრე ნებისმიერმა სხვა ქვეყანამ.

ამიტომ, 8 მაისს ვარქმევ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღეს, ხოლო 11 ნოემბერს – პირველ მსოფლიო ომში. ჩვენ გავიმარჯვეთ ორივე ომში. არავინ ყოფილა ჩვენთან ახლოს ძალით, სიმამაცით და სამხედრო ბრწყინვალებით, მაგრამ არასდროს ვზეიმობთ არაფერს – ეს იმიტომ, რომ ლიდერები აღარ გვყავს, რომლებმაც იციან, ეს როგორ გააკეთონ.  ვაპირებთ ჩვენი გამარჯვებების აღნიშვნის ისევ დაწყებას”, – აცხადებს ტრამპი.

8 მაისს – მსოფლიო, 9 მაისს კი  12 ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის ქვეყნები ნაციზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავენ, მათ შორისაა საქართველო.

თარიღებს შორის განსხვავების მიზეზი სასაათო სარტყელია. გერმანიამ კაპიტულაციას საბჭოთა კავშირის წინაშე ხელი 1945 წლის 8 მაისს მოაწერა, 23:01 საათზე. თუმცა მოსკოვის დროით უკვე 9 მაისი იყო დამდგარი.