ახალი ამბები

წვიმის შედეგად ხარაგაულში მდინარე ადიდდა

7 მაისი, 2020 •
წვიმის შედეგად ხარაგაულში მდინარე ადიდდა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში რამდენიმესაათიანი წვიმის შედეგად მდინარე ძირულა ადიდდა. ხარაგაულის მერის, ნიკოლოზ თოფურიძის თქმით, სტიქიის შედეგად სოფელ ხუნევში ერთ-ერთი ადგილობრივის სავარგული ნაწილობრივ დაიტბორა, თუმცა ზარალი დიდი არ არის.

“მდინარე ადიდდა და სავარგულის პატარა ნაწილი დატბორა. ჩინურ კომპანიას[რომელიც მაგისტრალს აშენებს] მივმართეთ ჩვენ, ამოასუფთავა კალაპოტი, დაიწია წყალმა და ამ გლეხსაც დაჰპირდა ანაზღაურებას, რაც არის დაზიანებული. სერიოზული არაფერია, მოსახლეობა არ არის იმ ადგილებში”, – აღნიშნა მერმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

მისივე თქმით, კიდევ ერთ სოფელში ჩინური მშენებელი კომპანიის კუთვნილი ტრაქტორი მდინარისკენ დაცურდა.

“ასეთი რამ ხშირად ხდება. შეიძლება, უკვე ამოყვანილიც არის”, – აღნიშნა ნიკოლოზ თოფურიძემ.

სტიქია ხარაგაულის მუნიციპალიტეტში. ფოტოები: ნიკოლოზ თოფურიძე

სტიქია ხარაგაულის მუნიციპალიტეტში. ფოტო: ნიკოლოზ თოფურიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი