ახალი ამბები

თუ დახმარებას ვერ მიიღებთ, მომმართეთ პირადად მე – კილაძე ტრანსგენდერ ადამიანებს

1 მაისი, 2020 • 1629
თუ დახმარებას ვერ მიიღებთ, მომმართეთ პირადად მე – კილაძე ტრანსგენდერ ადამიანებს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ტრანსგენდერი ადამიანების მხარდამჭერ განცხადებას ფეისბუკზე აქვეყნებს და მოუწოდებს მათ, დახმარების მისაღებად პირადად მიმართონ.

“ძალიან სამწუხარო ფაქტი დაფიქსირდა გუშინ. ტრანსგენდერმა ქალმა სცადა თავის დაწვა თბილისის მერიასთან. ამ შემთხვევამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ პანდემიის პირობებში, მოწყვლადი ჯგუფები სახელმწიფოს მხრდან განსაკუთრებულ მზრუნველობას საჭიროებენ.

მინდა მივმართო ტრანსგენდერებს: დახმარებისთვის მიმართეთ თვითმმართველობებს, რომლებიც ახლა საგანგებო რეჟიმში მუშაობენ და ყველა შესულ განცხადებაზე უსწრაფესად რეაგირებენ.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ საჭიროებთ გადაუდებელ დახმარებას და ვერ მიიღებთ მას, აუცილებლად მომართეთ კომიტეტს, ან მომმართეთ მე პირადად სოციალურ ქსელში”, – წერს სოფო კილაძე.

ტრანსგენდერმა  ქალმა პროტესტის უმძიმეს ფორმას 30 აპრილს, კარანტინის პირობებში მძიმე სოციალური პრობლემების გამო მიმართა – მანამდე სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოში ის სახელწიფოს მხარდაჭერისკენ მოუწოდებდა. მისი თქმით, ტრანსგენდერი ადამიანები ქუჩაში დარჩენის და ძალადობის საფრთხის ქვეშ არიან, რადგან ბინის ქირის გადახდას ვეღარ შეძლებენ არსებული პირობების გამო, ოჯახებისგან კი გარიყულები არიან.

თავის დაწვის მცდელობის დროს მიღებული დაზიანებებით ტრანსგენდერი ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თბილისში ტრანსგენდერმა ქალმა პროტესტის ნიშნად თავის დაწვა სცადა

მასალების გადაბეჭდვის წესი