ახალი ამბებისაზოგადოება

თბილისში ტრანსგენდერმა ქალმა პროტესტის ნიშნად თავის დაწვა სცადა

30 აპრილი, 2020 • 3983
თბილისში ტრანსგენდერმა ქალმა პროტესტის ნიშნად თავის დაწვა სცადა

30 აპრილს თბილისში ტრანსგენდერმა ქალმა პროტესტის ნიშნად თავის დაწვა სცადა. 

ორი ტრანსგენედერი ქალი საღამოს მერიის შენობასთან მივიდა, სადაც ერთ-ერთმა მათგანმა ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა. ადგილზე მალავე გამოჩნდა პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანა. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

ტრანგენდერი ქალის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება –  ის კლინიკაში დამწვრობის დიაგნოზით რჩება. 

ტრანსგენდერმა  ქალმა პროტესტის უმძიმეს ფორმას კარანტინის პირობებში მძიმე სოციალური პრობლემების გამო მიმართა – მანამდე სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოში ის სახელწიფოს მხარდაჭერისკენ მოუწოდებდა. მისი თქმით, ტრანსგენდერი ადამიანები ქუჩაში დარჩენის და ძალადობის საფრთხის ქვეშ არიან, რადგან ბინის ქირის გადახდას ვეღარ შეძლებენ არსებული პირობების გამო, ოჯახებისგან კი გარიყულები არიან. 

ტრანსგენერი ადამიანები საქართველოში არაერთხელ გამხდარან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი ტრანსფობიული განწყობების გამო.

მასალების გადაბეჭდვის წესი