ახალი ამბები

პაციენტი, რომელიც 5 მარტიდან კოვიდდადებითია, ხვალ ან ზეგ გაეწერება – ეზუგბაია

24 აპრილი, 2020 • 1204
პაციენტი, რომელიც 5 მარტიდან კოვიდდადებითია, ხვალ ან ზეგ გაეწერება – ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, პაციენტი, რომელიც კლინიკაში 5 მარტიდან მკურნალობს, სავარაუდოდ, ხვალ ან ზეგ გაეწერება კლინიკიდან. ამის შესახებ ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, პაციენტზე კორონავირუსის ტესტმა ვირუსის დაბალი კონცენტრაცია აჩვენა.

ეზუგბაიას განმარტებით, ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში 42 პაციენტი მკურნალობს, აქედან 17-ს მძიმე პნევმონია აღენიშნება, ორი კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა კი ამ ეტაპზე სტაბილურია.

ეზუგბაიას თქმით, 1 თებერვლიდან ამ დრომდე ინფექციურ საავადმყოფოში 800-ზე მეტი პაციენტი იყო მოთავსებული, როგორც შესაძლო შემთხვევები. აქედან დადასტურდა 101 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 56 პაციენტი.

საქართველოში, 24 აპრილის, 11:00 საათის მონაცემებით, ამ დრომდე დაფიქსირებულია კორონავირუსის 431 დადასტურებული შემთხვევა, მათ შორის გამოჯანმრთელდა 114 და გარდაიცვალა 5 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 888 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -571. ასევე, უცხოეთიდან ქვეყანაში სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

გაიგეთ მეტი ამ ამბავზე

ვირუსი 45 დღითა და მეტი ხნით – პაციენტები საქართველოდან და სხვა ქვეყნებიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი