ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთი: ერთ დღეში 50 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

23 აპრილი, 2020 • 1129
სომხეთი: ერთ დღეში 50 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

23 აპრილის 11:00 საათის მონაცემებით, სომხეთში Covid-19-ით ინფიცირების 1523 შემთხვევაა ოფიციალურად დადასტურებული.

ბოლო 24 საათში 50 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 26 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამჟამად მკურნალობას 840 პაციენტი აგრძელებს. ჯამში, 15 960 ტესტია ჩატარებული.

სომხეთში ეპიდემიის პიკი პირველ აპრილს დაფიქსირდა — 92 ინფიცირებული 24 საათში. შემდეგ რიცხვმა კლება დაიწყო, თუმცა დაახლოებით 12 აპრილიდან კვლავ სტაბილურად იზრდება. 20 აპრილს- 62, 21 აპრილს კი 72 შემთხვევა გამოვლინდა.

შემთხვევების დღიური ზრდა სომხეთში. წყარო: ACDC

ქვეყანაში Covid-19-ით ინფიცირებული 24 ადამიანი დაიღუპა.

გირჩევთ წაიკითხოთ:

სომხეთი და საქართველო პანდემიის პირისპირ – ხედვა სომხეთიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი