ახალი ამბები

ერთი არასრულწლოვანი უკვე გამოჯანმრთელდა – ბოჭორიშვილის კლინიკა

22 აპრილი, 2020 • 1111
ერთი არასრულწლოვანი უკვე გამოჯანმრთელდა – ბოჭორიშვილის კლინიკა

ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელის, მაკა სოლოღაშვილის თქმით,  ერთ-ერთი არასრულწლოვანი, რომელიც მათთან მკურნალობდა, უკვე გამოჯანმრთელდა.

დღეს სოლოღაშვილმა ჟურნალისტებთან თქვა, რომ კლინიკაში სულ 48 პაციენტია, აქედან 21-ს კორონავირუსი დაუდასტურდა, დანარჩენს კი Covid 19-ის სიმტომები აღენიშნებათ, თუმცა ტესტი მათზე უარყოფითია.

მისივე ინფორმაციით, დადასტურებულ პაციენტებს შორის 4 საყურადღებოა, 2 კი უკვე გაეწერა.

„არასრულწლოვნები თავს კარგად გრძნობენ, მათთან ნაკლებად გამოიხატება რაიმე კლინიკური ნიშანი. ჩვენთან რჩება ხუთი 18 წლამდე ასაკის პირი, გუშინ იყო 6, დღეს ერთი გამოჯანამრთელდა და გვრჩება 5 არასრულწლოვანი“, – ამბობს მაკა სოლოღაშვილი.

საქართველოში 22 აპრილის დილის მონაცემების თანახმად კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 411-მდე გაიზარდა.

411 დადასტურებული შემთხვევიდან 98 გამოჯანმრთელდა, ხოლო 4 გარდაიცვალა. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში 309 აქტიური პაციენტია ანუ ის პირი, ვისაც ვირუსი დაუდასტურდა და ვინც ახლა მკურნალობს.

წაიკითხეთ ასევე:

“ჩემი შვილი კორონავირუსზე მკურნალობს – შემიშვებენ მასთან პალატაში?”

მასალების გადაბეჭდვის წესი