ახალი ამბები

თბილისში, სავარაუდოდ, შაურმით 9 ადამიანი მოიწამლა

15 მარტი, 2021 • 1016
თბილისში, სავარაუდოდ, შაურმით 9 ადამიანი მოიწამლა

თბილისში, სავარაუდოდ, შაურმით 9 ადამიანი მოიწამლა.

ინტოქსიკაციის ნიშნებით 9 პირი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი, ბოჭორიშვილის კლინიკაში შეიყვანეს. როგორც კლინიკაში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, ამ დროისთვის ყველა პაციენტი გაწერილია და მათი მდგომარეობა მძიმე არ არის.

აღნიშნულთან დაკავშირებით “ნეტგაზეთი” სურსათის ეროვნულ სააგენტოსაც დაუკავშირდა. უწყებაში ამბობენ, რომ შეტყობინების საფუძველზე ინსპექტირების ჯგუფი უკვე შევიდა თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე მდებარე საშაურმე “რეტროში” და შესაბამის ღონისძიებებს ატარებს.

“ნეტგაზეთი” ცდილობს დაწესებულებასთან დაკავშირებას. რესტორნისგან პასუხის მიღების შემთხვევაში სტატია განახლდება. საშაურმის კონსულტანტი რ2-თან ამბობს, რომ ამ დროისთვის დაწესებულება არ მუშაობს და ელოდება ინსპექტირების დასრულებას.

საშაურმის ადმინისტრაციის განცხადებით, ისინი გამორიცხავენ, რომ შესაძლოა, ადამიანები მათი პროდუქციით მოწამლულიყვნენ და ელოდებიან ექსპერტიზის საბოლოო შედეგებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი